არ მგონია, რომ რუსეთის შეჭრის გამო, საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდებოდეს - მილერი

16.09.24 22:50
არ მგონია, რომ რუსეთის შეჭრის გამო, საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდებოდეს - მილერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პასუხი ბიძინა ივანიშვილს - მეთიუ მილერი გორში, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთის შეჭრის გამო საქართველოს ბოდიშის მოხდა არ სჭირდება.

მილერი აღნიშნავს, რომ სწორედ რუსეთია ის სახელმწიფო, რომელიც საქართველოში შეიჭრა და რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

არ მგონია, რომ რუსეთის შეჭრის გამო, საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება, ისევე როგორც, საქართველოს არ სჭირდება ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ რუსეთი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას განაგრძობს. სწორედ რუსეთია აგრესორი, რომელიც საქართველოში შეიჭრა და საქართველოს უკანონო ოკუპაციას აგრძელებს. როგორც რუსეთი ყოფილა აგრესორი რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, უკრაინა ამის ნათელი მაგალითია", - განაცხადა მილერმა.

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართული მხარე დღეს გორში დაადანაშაულა

"გამოვნახავთ ძალას ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ ენმ-მ ალში გახვია ოსი დები-ძმები"- თქვა მმართველი პარტიის სიის პირველმა ნომერმა აგვისტოს ომზე საუბრისას.

მსგავსი სიახლეები