ჰქონდა თუ არა "გახარია საქართველოსთვის" კონსულტაციები კოალიცია "ძლიერ საქართველოსთან"? - რას ამბობს ბუჩუკური
ჰქონდა თუ არა პარტია "გახარია საქართველოსთვის" კონსულტაციები კოალიცია "ძლიერ საქართველოსთან"? - ყოფილი პრემიერის გუნდის წევრი, ანა ბუჩუკური "პირველი ხაზის" ეთერში განმარტავს, რომ ხაზარაძე-გახარიას პოლიტიკურ ჯგუფებს არც ახლა და არც წარსულში მოლაპარაკებები არ გაუმართავთ.
ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ მიუხედავად მოცემული რეალობისა, 17 სექტმებერს, ათონელის რეზიდენციაში, "გახარია საქართველოსთვის" პრეზიდენტის წინაშე წარსდგება და დისკუსიაში მონაწილეობას უპირობოდ მიიღებს.
ჩვენ უკვე დავადასტურეთ, რომ ხვალ ჩვენი გუნდი მიიღებს ამ შეხვედრაში მონაწილეობას. ჩვენი გუნდი სალომე ზურაბიშვილს და ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს სცემს და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, უპირობოდ, ხვალ ჩვენი გუნდი შეხვედრაზე იქნება პრეზიდენტის სასახლეში.
"ძლიერ საქართველოსთან" მოლაპარაკებები არ ყოფილა, არანაირი პროცესი არ ყოფილა, არც ახლა მიმდინარეობს. დანარჩენზე საუბარი უბრალოდ ჭორაობაა...", - ამბობს ბუჩუკური.
სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს ორბელიანის სასახლეში ხვალ, 17 სექტემბერს 15:00 საათზე ელოდება.
პრეზიდენტმა "ძლიერ საქართველოსა" და გიორგი გახარიას პარტიის ლიდერები მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში რამდენიმე წუთის წინ მიიწვია და მათ გაერთიანებისკენ მოუწოდა.