"მივესალმებით პრეზიდენტის ძალისხმევას" - ბუაძე
საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებას, გაიმართოს მოლაპარაკებები კოალიცია "ძლიერ საქართველოსა" და პარტია "გახარია საქართველოს" შორის, საბა ბუაძე მიესალმება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პოლიტიკურ პროცესებში სალომე ზურაბიშვილის პოზიტიურ წვლილს პატივისცემით ეკიდება და "პირველი ხაზის" ეთერში აცხადებს, რომ კოალიცია პრეზიდენტის თანმიმდევრულ და შეუპოვარ ბრძოლას, საქართველოში რუსული ხელისუფლების დამარცხების წინააღმდეგ, მხარს უჭერს.
სადღაც ფიზიკურად ყოფნა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მთავარია, თუ რა განწყობით და რა სათქმელით მიდიხარ შეხვედრაზე. ცხადია, აქაც ჩვენ ვაფასებთ იმ როლს, რომელსაც პრეზიდენტი თამაშობს. იმ პოზიტიური წვლილის შეტანის მცდელობას ვაფასებთ, რომელიც პრეზიდენტს აქვს და ამ პერიოდის განმავლობაში ჰქონდა. როდესაც შენ ცდილობ, რომ შენი წვლილი შეიტანო მართლაც სარეფერენდუმო მნიშვნელობის მქონე არჩევნების საქმეში, ეს მისასალმებელია. მიუხედავად წარსულში პრეზიდენტის მიმართ ჩემი კრიტიკისა, აბსოლუტურად ღიად ვუჭერთ მხარს მის ძალიან თანმიმდევრულ და შეუპოვარ ბრძოლას საქართველოში რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ", - ამბობს საბა ბუაძე.
სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს ორბელიანის სასახლეში ხვალ, 17 სექტემბერს 15:00 საათზე ელოდება.
პრეზიდენტმა "ძლიერ საქართველოსა" და გიორგი გახარიას პარტიის ლიდერები მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში რამდენიმე წუთის წინ მიიწვია და მათ გაერთიანებისკენ მოუწოდა.