აშშ-ში სანქცირებული ელექტრონიკის ექსპორტის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს
აშშ-ში, ფლორიდის შტატში რუსეთის მოქალაქე დააკავეს. დენის პოსტოვოის სანქცირებული ელექტრონიკის ექსპორტს ედავებიან.
"სასამართლო დოკუმენტაციის მიხედვით, პოსტოვოი სულ მცირე 2022 წლის თებერვლიდან დაწყებული, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ყიდულობდა და არალეგალურად ახორციელებდა მიკროელექტრონული კომპონენტების ექსპორტს შეერთებული შტატებიდან რუსეთში […] ეს ექსპორტირებული მიკროელექტრონიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას უპილოტო საფრენი აპარატებში ან დრონებში", - ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პრესრელიზში.
პოსტოვოის საქმის პირველი სასამართლო სხდომა 19 სექტემბერს არის ჩანიშნული.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.