ჟურნალისტი არსენ ხარატიანი თბილისში არ შემოუშვეს
ქართულ-სომხური მედიაგამოცემა "Aliq Media-ს" დამფუძნებელი, სომეხი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს - არსენ ხარატიანი თბილისი საერთაშორისო აეროპორტიდან განმარტების გარეშე დაადეპორტეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ახლა სტამბულშია. მისი გარემოცვა აცხადებს, რომ ქვეყნის არ შემოსვების მიზეზები მათთვის გაურკვეველია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთბია.
არსენ ხარატიანს აეროპორტში პოეტი ირაკლი კაკაბაძე უნდა დახვედროდა, რომელიც "პირველებთან" ამბობს, რომ ჟურნალისტი 7 საათზე მეტი ხნის განმავლობაში აეროპორტში იმყოფებოდა. მისივე თქმით, მედიის წარმომადგენელს მობილური ტელეფონიც ჩამორთმეული ჰქონდა.
პოეტი მომხდარს "სახელმწიფოს სირცხვილს" უწოდებს და ამბობს, რომ ჟურნალისტი ქვეყანაში "ბიძინა ივანიშვილის მოლანდებების გამო" არ შემოუშვეს.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.