პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ ხაზარაძე-გახარია სასახლეში მისვლამდე ერთმანეთს შეხვდებიან
შედგება თუ არა ახალი პოლიტიკური ერთობა გადამწყვეტი არჩევნების წინ? ათონელის სასახლეში პრეზიდენტის შეთავაზების შემდეგ გიორგი გახარიას და "ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური გუნდის წევრებს ელოდებიან.
ადმინისტრაციაში უკვე იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, რომელმაც მხარეებს გაერთიანებისკენ გუშინ პირდაპირი ეთერიდან მოუწოდა.
სალომე ზურაბიშვილი, მამუკა ხაზარაძის ინიციატივასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ კარგი იქნება, თუ ლიდერები მასთან მისვლამდე ერთმანეთს შეხვდებიან.
მე ვეპატიჟები სამ საათზე სადილად ორივეს და მანამდე რაც უნდა ის გააკეთონ, შეხვდნენ, პირიქით, კარგი იქნება - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიასთან შეხვედრის მზაობას კიდევ ერთხელ გამოთქვამს.
მისი თქმით, უპატივცემულობა იქნება პრეზიდენტთან მისვლა, სანამ გიორგი გახარია და თვითომ ცალკე, პირისპირ არ შეხვდებიან.
სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს ორბელიანის სასახლეში დღეს, 17 სექტემბერს 15:00 საათზე ელოდება.
პრეზიდენტმა "ძლიერ საქართველოსა" და გიორგი გახარიას პარტიის ლიდერები მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია და მათ გაერთიანებისკენ მოუწოდა.