როგორ ხეირობენ ბიუჯეტის ფულით „ქართული ოცნების“ დონორი მსხვილი მეღვინეები - კვლევა

17.09.24 12:57
როგორ ხეირობენ ბიუჯეტის ფულით „ქართული ოცნების“ დონორი მსხვილი მეღვინეები - კვლევა

საქართველიში ღვინის ბაზრის მთავარი მოთამაშეები მმართველ პარტიასთან და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები არიან - ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს. 

კვლევამ აჩვენა, რომ ამავე დროს, მათი კომპანიები ყველაზე მეტად ხეირობენ ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ზრდისგან. ერთის მხრივ, ეს კომპანიები ქვეყნის ბიუჯეტიდან იღებენ ათობით მილიონ ლარის სუბსიდიებს და სანაცვლოდ, მათი მფლობელები მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები არიან.

  • საქართველიში ღვინის ბაზრის მთავარი მოთამაშეები მმართველ პარტიასთან და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები არიან. ამავე დროს, მათი კომპანიები ყველაზე მეტად ხეირობენ ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ზრდისგან. ერთის მხრივ, ეს კომპანიები ქვეყნის ბიუჯეტიდან იღებენ ათობით მილიონ ლარის სუბსიდიებს და სანაცვლოდ, მათი მფლობელები მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები არიან.

კვლევის კონკრეტული მიგნებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

  • 2017-2023 წლებში, სახელმწიფოს აგროპროექტებიდან ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა 169 მლნ ლარის დაფინანსება მიიღეს, საიდანაც 74 მლნ ლარი იმ კომპანიებზე განაწილდა, რომელთა მფლობელებს და/ან მმართველებს „ქართულ ოცნებაზე“ აქვთ ფული შეწირული. მათ ჯამში 6.1 მლნ ლარი აქვთ შეწირული „ქართულ ოცნებაზე“;
  • 20 ღვინის კომპანიიდან, რომლებმაც სახელმწიფოსგან ყველაზე მეტი სუბსიდია მიიღეს (ჯამში 64 მლნ ლარი), 15 კომპანია „ქართული ოცნების“ შემომწირველია. მათ შორის, 11.5 მლნ ლარი მიიღო ორმა კომპანიამ, რომელთა მფლობელები ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და პარლამენტარი ზაალ დუგლაძეა. 4 კომპანიის მფლობელი, რომლებმაც ჯამში 19.4 მლნ ლარი მიიღეს, ბიძინა ივანიშვილი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორი, ვახტანგ კარიჭაშვილია.
  • 10 კომპანიიდან, რომლებმაც 2023 წელს რუსეთში ყველაზე მეტი ღვინო გაიტანეს, 8 კომპანია „ქართულ ოცნების“ შემომწირველია. მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის ძმის 2 კომპანია და უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორის 2 კომპანია.
  • 2023 წელს საქართველოში 221 ათასი ტონა ყურძნის მოსავალი მოვიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 23%-ით ნაკლებია. თუმცა, ბოლო 10 წელში მოსავალი 28%-ით არის გაზრდილი;
  • მიუხედავად იმისა, რომ ყურძნის საბაზრო (ნომინალურ) ფასს ზრდის ტენდენცია აქვს, მისი რეალური ფასი (ინფლაციის გათვალისწინებით) მცირდება;
  • ბოლო 10 წელში ღვინის ექსპორტს აშკარად გამოხატული ზრდის ტენდენცია აქვს, რაც ძირითადად რუსეთის ბაზარმა განაპირობა;
  • 2023 წელს ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 65% იყო, რაც 2006 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რუსეთის შემდეგ ღვინის ექსპორტში ყველაზე მაღალი წილი ევროკავშირს უჭირავს 12%-ით;
  • 2023 წელს საქართველომ ღვინო 66 ქვეყანაში გაიტანა, სადაც რუსეთი ერთი ლიტრის საშუალო ფასით (2.7 დოლარი) 61-ე ადგილზეა. მსხვილი ბაზრებიდან ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი აშშ-ია - 6.2 დოლარი;
  • ბოლო 10 წელში ექსპორტირებული ქართული ღვინის საშუალო ფასი (დოლარში) 26%-ით არის შემცირებული. მსხვილი საექსპორტო ბაზრებიდან ფასის ზრდის ტენდენცია მხოლოდ აშშ-ში ფიქსირდება.

 კვლავა სრულად ნახეთ აქ

მსგავსი სიახლეები