როგორ შეძლებენ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ხმის მიცემას? - ცესკოში პროცედურები განმარტეს
როგორ შეძლებენ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ხმის მიცემას? - ცესკოში პროცედურები განმარტეს, თუმცა არცერთი სიტყვა არ უთქვამთ, საზღვარგარეთ დამატებითი უბნების გახსნაზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიაში დღეს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა თქვა, რომ საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.geoconsul.gov.ge. იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის დღიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში. რის შემდეგაც მას ექნება საშუალება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.
შეგახსენებთ, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იხსნება არჩევნებამდე არაუგვიანეს 1 თვისა (26 სექტემბერი) არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.