სანქციების ეფექტი - ბიზნესმენებმა განგაშის სიგნალი ჩართეს
შტატების მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, ბიზნესმენები პირდაპირ ამბობენ, რომ დაწესებული შეზღუდვები, პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკას დაარტყამს.
პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლემა თქვეს, რომ თუ ევროკავშირთან მოლაპარაკებები არ გაიხსნება, ქვეყანა უფრო მაღალრისკიანად შეიძლება შეფასდეს, რაც იმ ფულის გაძვირებას გამოიწვევს, რომელსაც კერძო სექტორი თუ მთავრობა იზიდავს საქართველოში.
თუ გაიზარდა ეს სანქციების თემა და ჩვენ არ გაგვეხსნა მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ეს რა თქმა უნდა, იქნება ის, რომ ქვეყანა უფრო მაღალრისკიანად შეიძლება შეფასდეს. თუ შეფასდება ქვეყანა მაღალრისკიანად, ეს გამოიწვევს იმას, რომ შესაძლებელია, მათ შორის საკრედიტო რეიტინგები იყოს უფრო გაუარესებული და აქედან გამომდინარე, გაგვიძვირდეს ის ფული, რომელსაც კერძო სექტორი თუ მთავრობა იზიდავს საქართველოში. ჩემი შეფასებით, თუ ეს მოხდება, ეს მოხდება უფრო შემდგომ წლებში, ალბათ 2025 წელს და შემდეგ წლებში. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებების გახსნა წევრობასთან დაკავშირებით", - განაცხადა BDO-ს მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ლალაზაშვილმა.
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი კი პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს და ამბობს, რომ ამ სიტუაციაში, "ოცნების" ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სანქციები არ გაორმაგდეს, რაც პაპაშვილის თქმით, "ბეწვის ხიდზე სიარულის" ტოლფასია.
ჩვენ ვემუშავებით ხელისუფლებას და ჩვენი რჩევა ჯერ კიდევ მაშინ, როცა პიკში იყო კრიზისი, იყო, რომ მეტი კომუნიკაცია და მეტი პიარი ჩვენს ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობის იყო აუცილებელი. ამის ფონზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მთავრობამ, გათვალისწინებით ყველა ამ სიტუაციისა, მათი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, როგორმე რომ ბეწვის ხიდზე გაგვატარონ და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ არ გაორმაგდეს ის სანქციები", - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძემ ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ ფორუმი ისე დატოვა, რომ სანქციებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეტებია. პრემიერი სანქციებზე, სავარუდოდ ბრიფინგზე ისაუბრებს, რომელიც 2 საათზეა დაანონსებული.
- შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, სანქცირებულები არიან პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.