ბექა ქორჩილავა: შინდისის საჯარო სკოლა, ისევე როგორც უამრავი ახლომდებარე სკოლა და ცენტრი, რეაბილიტირებულია ევროკავშირისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მიერ, „ქართული ოცნება“ კი გვეუბნება, რომ ამ და მსგავსი სიკეთეებით არ უნდა ვისარგებლოთ
შინდისის საჯარო სკოლა, ისევე როგორც უამრავი ახლომდებარე სკოლა და ცენტრი, რეაბილიტირებულია ევროკავშირისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მიერ, „ქართული ოცნება“ კი გვეუბნება, რომ ამ და მსგავსი სიკეთეებით არ უნდა ვისარგებლოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გორის საკრებულოში, ბექა ქორჩილავამ განაცხადა.
მისივე თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბერი რეფერენდუმი და შესაძლებლობაა.
„სოფელ სინდისის საჯარო სკოლა, ისევე როგორც უამრავი ახლომდებარე სკოლა და ცენტრი, რეაბილიტირებულია ევროკავშირისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მიერ. ამ სიკეთეებზე, რომლებსაც რეგიონში ევროკავშირი ახორციელებს, „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ არ უნდა მიიღოს, რომ არ უნდა გვქონდეს ისეთი სკოლები, როგორიც ევროკავშირის ქვეყნებმა და აშშ-შია. 26 ოქტომბერი რეფერენდუმი და შესაძლებლობაა - ან ვირჩევთ ევროპულ მომავალს, ჩვენს ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში, განვითარებას, პროგრესსა და უზრუნველ სიბერეს, ან ვირჩევთ იზოლაციას, სანქცირებულ მთავრობასა და რუსულ მარწუხებს“, - განაცხადა ბექა ქორჩილავამ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.