ყაველაშვილი ივანიშვილის ბოდიშს უერთდება: სწორედ ძლიერ, ვაჟკაც ადამიანებს შეუძლიათ, აღიარონ დანაშაული

17.09.24 13:43
ყაველაშვილი ივანიშვილის ბოდიშს უერთდება: სწორედ ძლიერ, ვაჟკაც ადამიანებს შეუძლიათ, აღიარონ დანაშაული

სწორედ ძლიერ, ვაჟკაც ადამიანებს შეუძლიათ, აღიარონ დანაშაული - "ქართული ოცნების" დანაყოფი ბიძინა ივანიშვილის დაანონსებულ ბოდიშს იზიარებს. 

მეტიც მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ბოდიშის მოხდა, "მხოლოდ ვაჟკაც ადამიანებს შეუძლიათ":

მინდა, მკაფიო მხარდაჭერა დავაფიქსირო ყველა იმ გზავნილზე, რომელიც გორში ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა. სწორედ ეს გზავნილი იყო, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან დაახლოება. სწორედ ძლიერ, ვაჟკაც, გამბედავ ადამიანებს შეუძლიათ, რომ აღიარონ დანაშაული და ერთმანეთს მიუტევონ. ეს გზავნილი იყო ჩვენგან და ბიძინა ივანიშვილისგან, რომ ჩვენ მზად ვართ, ბოდიში მოვიხადოთ, მივუტევოთ ერთმანეთს და ერთიან სივრცეში გავაგრძელოთ თბილი და მეგობრული ცხოვრება. ღირსეული ადამიანის საქციელია, ვინც აღიარებს დანაშაულს და შეცდომას. ეს მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს შეუძლიათ და ღირსება და ნაცები რომ შორს არიან, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, - თქვა ყაველაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა გორში პარტიულ შეკრებაზე განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქართველმა ხალხმა აგვისტოს ომის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. მან ასევე იმ ადამიანების დასჯა დააანონსა, ვისაც, მისი მტკიცებით, ამ ომის წამოწყებაში მიუძღვის წვლილი.

მსგავსი სიახლეები