ეს სანქცირება უკვე მასხრობას დაემსგავსა - დაჩი ბერაია
უმრავლესობის წევრის, დაჩი ბერაიასთვის შტატების სანქციები "მასხრობას დაემსგავსა". მისი თქმით, არასერიოზულია, როდესაც შტატები 60 კაციდან მხოლოდ 4 პირის სახელს და გვარს ასახელებს.
ბერაია ირწმუნება, რომ ის პირები, რომელიც შტატებმა 64-მდე პირი ქართული ტრადიციების პატივისცემის გამო დაასანქცირა.
მასხრობას დაემსგავსა ეს სანქცირება უკვე. რას ნიშნავს აბა ეხლა ეს, 60 კაცს ვასანქცირებ და 4 გვარს ვამბობ მხოლოდ. რანაირი მიდგომაა ეს? ასანქცირებენ ადამიანს და სახელს და გვარსაც კი არ ეუბნებიან. ალბათ, არც დასანქცირებულმა პირებმა არ იციან იმის შესახებ, რომ დასანქცირებულები არიან. არასერიოზული მიდგომაა უკვე. როგორც ვიძახდი, ისინი ამ მეთოდით ცდილობენ შეაშინონ ქართველი ადამიანები, ისინი, ვინ ქართულ ტრადიციებს პატივს სცემენ. ყველა ის ადამიანი, რომელიც მათთვის არის დასანქცირების ობიექტი, არის იმიტომ ობიექტი, რომ ქართულ ტრადიციებს პატივს სცემენ", - ამბობს დაჩი ბერაია.
- შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, სანქცირებულები არიან პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.