უხერხულია - დავითულიანი ამერიკულ სანქციებზე
ბექა დავითულიანი ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან სანქცირება არა მძიმე, არამედ სასაცილო ბრალდებით მოხდა. დავითულიანი არასერიოზულს უწოდებს შტატების გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ამხელა იმპერია ასე არ უნდა იქცეოდეს.
მძიმე ბრალდებით არ დაუსანქცირებითა, დაასანქცირეს ძალიან სასაცილო ბრალდებით. საერთოდ, აშშ ამ დონეზე რომ ჩადის და ასე, კონკრეტულ ადამიანებს ადებს ხელს, ცოტა უხერხული მგონია. ამხელა იმპერიას, ამხელა სახელმწიფოს, რომელსაც პრეტენზია აქვს მსოფლიოს დღის წესრიგის განსაზღვრაზე, ცოტათი არასერიოზულად მიმაჩნია", - ამბობს დავითულიანი.
- შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, სანქცირებულები არიან პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.