"სინერგიის ეფექტი აქვთ" - გახარიას და ხაზარაძეს გაერთიანებისკენ ექსპერტებიც მოუწოდებენ
გახარია-ხაზარაძის შესაძლო ერთობა დღის ერთ-ერთი მთავარი თემაა - პრეზიდენტის შემდეგ, "ძლიერ საქართველოსა" და "გახარია-საქართველოსთვის" ლიდერებს გაერთიანებისკენ პოლიტოლოგებიც მოუწოდებენ.
ექსპერტების შეფასებით, ამ ორ პოლიტიკურ ძალას სინერგიის ეფექტი აქვთ.
კვლევები, რაც ჩატარებულა აქამდე, ყველა ადასტურებს, რომ სინერგიის ეფექტი აქვს ამ ორ პარტიას, რომელსაც არც ნაცმოძრაობის დაბრუნება უნდა გასანკუთრებით და არც „ოცნების“ დარჩენა.
ის სიჭრელე, რასაც მოიტანს, ვთქვათ, „ლელო“ თავისი პარტნიორებით, ერთის მხრივ გახარია და მეორეს მხრივ, ვთქვათ, სალომეს სახელით თუ მოხდა ეს, ეს სიჭრელე ამ შემთხვევაში მინუსი კი არ იქნება, იქნება პლიუსი, იმიტომ, რომ გააერთიანებს ყველა ამ დიდ ამომრჩევლებს.
დანაკარგი აქ არ იქნება, შემომატება იქნება. გასნაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იქნება ნაცმოძრაობის ტოლფარდი ძალა, რომელსაც რეიტინგი ექნება არანაკლები და ეს, პრაქტიკულად, ანგრევს მთელ სახელისუფლებო პროპაგანდას, რომ „აი, მოვლენ ნაცები და ყველას ცოცხებს გაგიკეთებენ“ და ასეთ რაღაცეებს. ამის ვისაც არ სჯერა - არ სჯერა და ვისაც სჯერა, რომ ნაცები მოვლენ თუ ბიძინა წავიდა, იმათთვის ეს სერიოზული ამბავია, უკვე აღარ არის ასეთი მომენტი, რომ მაინც და მაინც ნაცები უნდა მოვიდნენ, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.
ბექა კობახიძის თქმით, გახარიას და „ძლიერ საქართველოს“ ფაქტობრივად, ერთი და იგივე ამომრჩეველი ჰყავთ.
ისტორიკოსის თქმით, თუ გახარია და ხაზარაძე შექმნიან კოალიციას, შეიქმნება სინერგია და მოხერხდება, მერყევი ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე:
"არც ნაცი მინდა, არც ქოცი მინდა" - ამომრჩეველთა ამ ნაწილს, ეს არის დაახლოებით, ხმების 25% და ეს არის მერყევი 25%, რომელიც არავის ეკუთვნის. გახარიას და „ძლიერ საქართველოს“ ჰყავს, ფაქტობრივად, ერთი და იგივე ამომრჩეველი. თუ ესენი შექმნიან კოალიციას, შეიქმნება სინერგია და მოხერხდება, რომ ბევრი ამ ტიპის ამომრჩევლიდან მივიდეს არჩევნებზე. ასევე, მათ აქვთ ყველაზე მეტი რესურსი, რომ რაც შეიძლება მეტი წაიყვანონ „ქართული ოცნების“ მერყევი ამომრჩეველი ხმის მისაცემად მათთვის, სწორედ ასეთი კოალიციისთვის. და ასევე, არიანა სეთი პარტიები, რომლებიც ვერ ლახავენ 5%-იან ზღვარს დიდი ალბათობით, მაგრამ ესენი მიიღებენ რამდენიმე პროცენტს და ეს ხმები, ფაქტობრივად, დაიკარგება. აი, იმ პარტიების ამომრჩეველიც იქნება მიზიდული ამ მესამე ძალის დიდ გაერთიანებაში", - ამბობს ბექა კობახიძე.