პარლამენტში ბოდიშების სერია დაიწყო - სუბარს ივანიშვილის განცხადება მოსწონს
ბიძინა ივანიშვილის დაანონსებულ ბოდიშს "ქართული ოცნება" და მისი განაყოფი სრულად იზიარებს. „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა, სოზარ სუბარმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლის სწორედ გორში გაღღერებულ ინიციატივას დაუთმო.
სუბარის მტკიცებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზაა თანხმობის პოლიტიკა და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი ქართულმა სახელმწიფომ უნდა გადადგას:
მთლიანოს აღდგენის ერთადერთი გზა არის თანხმობის პოლიტიკა. ამ მიმართულებით პირველი ძალიან გაბედული განაცხადი უკვე გაკეთდა და ეს განაცხადი ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. თანხმობა გულისხმობს ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს შორის არსებული მტრის ხატის გაქრობას და იმ განცდის დამკვიდრებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომ სწორედ საქართველოს სახელმწიფოა მათი უპირველესი ქომაგი და ინტერესების დამცველი. ქართულმა სახელმწიფომ თავის თავში უნდა იპოვოს ძალა და ბოდიში მოუხადოს საკუთარსავე მოქალაქეებს, რომლებიც დაზარალდნენ ომის შედეგად. სწორედ ეს არის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი, რადგან ამის გარეშე ნებისმიერი ოცნება ქვეყნის გამთლიანებაზე იქნება ამაო თუ ვერ აღდგება ადამიანს შორის ნდობა, - ამბობს სოზარ სუბარი.
რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა გორში პარტიულ შეკრებაზე განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქართველმა ხალხმა აგვისტოს ომის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. მან ასევე იმ ადამიანების დასჯა დააანონსა, ვისაც, მისი მტკიცებით, ამ ომის წამოწყებაში მიუძღვის წვლილი.