პრემიერის პირველი რეაქცია ამერიკულ სანქციებზე: "არასერიოზული და სამწუხარო"

17.09.24 14:26
პრემიერის პირველი რეაქცია ამერიკულ სანქციებზე: "არასერიოზული და სამწუხარო"

ირაკლი კობახიძე შტატების მიერ სანქცირების გადაწყვეტილებას არასერიოზულს და სამწუხაროდ უწოდებს. ქვეყნის პრემიერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი შეიძლება არჩევნებზე გავლენის მოხდენა.

კობახიძე შტატების ამ ნაბიჯს შანტაჟად აფასებს და ამბობს, რომ აშშ ამგვარი ქმედებით ხელისუფლებაში "ნაცმოძრაობის" დაბრუნებას ცდილობს. 

ეს არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ ვიცით, რომ ხელი გავუწოდეთ ჩვენს პარტნიორებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობებში გასული 4 წლის მანძილზე თქვენ იცით, რომ ამაში აშშ-ის ყოფილი ელჩის განსაკუთრებული წვლილია. რა წვლილზეც არის საუბარი გასაგებია. ამ ფონზე, ჩვენი მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები და ჩვენ ვთქვით, რომ აბსოლუტურად ღია ვართ საუბრისთვის ნებისმიერ საკითხზე. ასეთ დროს ასეთი ნაბიჯები არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. გვესმის, რომ არის წინასაარჩევნო პერიოდი, და გვესმის ის, რომ არის გარკვეული პრობლემები და ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდება დეოლიგარქიზაცია და ასეთ პირობებში, შეიძლება ვიხილოთ ასეთი ნაბიჯები წინასაარჩევნო პერიოდში. ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ასეთ ნაბიჯებზე, ქართველი ამომრჩევლის პასუხი იქნება ძალიან მკაფიო და ძალიან მკვეთრი და ეს პასუხი იქნება, კოლექტიური ნაცმოძრაობის წარსულისთვის ჩაბარება.

 ვერავითარი ასეთი ნაბიჯით, ვერავინ ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლებაში ნაცმოძრაობის დაბრუნებას. ეს არის რაღაც იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა. უნდათ ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ქართული საზოგადოება ხელისუფლებააში არ დააბრუნებს სისხლიან რეჟიმს, კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ამ შემთვევაში დაისჯება საზოგადოება. ეს არის მესიჯი.მე ყველას მოვუწოდებ, გაიაზროს თავისი პასუხისმგებლობა ასეთი რეჟიმის ხელსიუფლებაში მოყვანისთვის ", - ამბობს კობახიძე.

  • შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების"  60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, სანქცირებულები არიან პრორუსული  ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

 

მსგავსი სიახლეები