ბათუმში მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

17.09.24 15:28
ბათუმში მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ბათუმში, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. რომელსაც მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ლევან ვარშალომიძე, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან ანთაძე დაესწრნენ.

„მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციის პარალელურად,  ქალბატონ გიული ალასანიასთან ერთად შევხვდი მიშას გუნდს, რომელიც ემზადება 26 ოქტომბრის გამარჯვებისათვის.“ - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ.

მოვედით ქალბატონ გიულისთან ერთად, რომ შევხვდეთ მიშას გუნდს, რომელიც ემზადება დიდი გამარჯვებისთვის 26 ოქტომბერს იმისათვის, რომ საქართველო იყოს აყვავებული, ძლიერი, მშვიდობიანად გამთლიანებული ქვეყანა, ევროკავშირის, ნატოს წევრი და ყველანი ერთად 26 ოქტომბერს უარს ვეტყვით სიღარიბეს იზოლაციაში და ავირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას.“  - განაცხადა გიორგი ბარამიძემ .

გიული ალასანიას თქმით, წიგნი ბიოგრაფიულია თუმცა ეხება საქართველოსა და მსოფლიო ისტორიას. 

 წიგნი არის ბიოგრაფიული, მაგრამ ფაქტობრივად ეხება ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიას და აქ არ არის მხოლოდ საქართველოს ისტორია, ძალიან დიდი კონტაქტები ჰქონდა საქართველოს ამ წლებში და ეს არის მსოფლიო ისტორიაც, ძალიან ბევრი ადამიანია გაცოცხლებული, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ჩვენს წარმატებაში და ვფიქრობ, რომ ეს წიგნი საინტერესოა არა მხოლოდ საქართველოს თვალსაზრისით, არამედ თუ რა ხდებოდა მთელ მსოფლიოში.“ - განაცხადა გიული ალასანიამ.
 

მსგავსი სიახლეები