პრემიერი სანქცირებულ მაღალჩინოსნებზე: ამ პოლიციელებმა რევოლუცია აარიდეს ქვეყანას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტის მიერ ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეყვანილ და დასანქცირებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მაღალჩინოსნებს იცავს.
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ "ამ პოლიციელებმა რევოლუცია აარიდეს ქვეყანას"
განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებ პოლიციელების სანქცირებაზე. შეგახსენებთ, რომ ესენი არიან ის პოლიციელები, რომლებმაც რევოლუცია აარიდეს თავიდან ჩვენს ქვეყანას უკვე ორჯერ, 2020 წლიდან მოყოლებული.
ასეთ დროს საზოგადოებას რომ უჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ უნდა ვინმეს მესამედაც სცადოს რევოლუციის მოწყობა და დაასუსტოს პოლიცია (ამას ვერ ეღირსებიან, რა თქმა უნდა), ეს დადებითად არ აისახება საზოგადოების დამოკიდებულებაზე კონკრეტული ინსტიტუტების მიმართ"- თქვა მან.
ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა.
ესენი არიან:
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.