მე არ მჯერა რომ დასანქცირების გადაწყვეტილება ბადენმა მიიღო - კობახიძე

17.09.24 15:34
მე არ მჯერა რომ დასანქცირების გადაწყვეტილება ბადენმა მიიღო - კობახიძე

პრემიერ-მინისტრს არ სჯერა, რომ აშშ-ის მიერ ზვიად ხარაზიშვილისა (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაურის, ასევე "ალტ-ინფოს" ლიდერების დასანქცირების გადაწყვეტილება პრეზიდენტ ბაიდენმა მიიღო.

კობახიძე ირწმუნება, რომ ეს აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე არაფორმალური გავლენის მქონე ძალების გადაწყვეტილებაა.

"მე არ მჯერა, რომ ბაიდენმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს გარკვეულმა ძალებმა, რომლებსაც აქვთ არაფორმალური გავლენები მის ადმინისტრაციაზე", - განაცხადა პრემიერმა. 

პრემიერის თქმით, სანქცირების გადაწყვეტილებაში "დამნაშავე ოლიგარქიული ძალებია, რომლებსაც პრინციპული გავლენა  აქვთ ოფიციალურ ინსტიტუტებზე"

გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში.

  • შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების"  60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, სანქცირებულები არიან პრორუსული  ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

მსგავსი სიახლეები