ხელფასი კონვერტით, ქეშად ან მუშაობა უხელფასოდ - რა გზა რჩება სანქცირებულ "ხარებას"?
საქართველოს მთავრობა იძულებულია, ამერიკული სანქციები აღასრულოს - ოთარ ფარცხალაძის სცენარი შინაგან საქმეთა სამინისტროს სანქცირებული მაღალჩინოსნების შემთხვევაში ვერ იმუშავებს - ყველა ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია, უარი უთხრას ნებისმიერ ფინანსურ მომსახურებაზე სანქცირებულ ძალოვნებს.
ეკონომისტების განმარტებით, ყველაფერი არ არის, თუ მათ ვინმე სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება შეზღუდვები მათზე გავრცელდება.
ურთიერთობები სანქცირებულ პირებთან, ეს არის უკვე წითელი ხაზი ამერიკის ხაზინისთვის და შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ დაუწესებს უკვე მორად სანქციებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ვინც ფინანსურ ურთიერთობებში შევა სანქცირებულ პირებთან.
ეს ადამიანები, მე მგონი მოესწრნენ იმ დროს, როდესაც რაღაც სალაროდან კონვერტით იღებდნენ ხელფასს და ისევ იმ დროში დაბრუნდებიან, არქაულ საქართველოში, როდესაც ხელფასს იღებდნენ ქეშით, ხელზე იმიტომ რომ ფიზიკურად ისინი ბარათებიდან თანხის განაღდებას ვერ შეძლებენ"- ამბობს ექსპერტი გიორგი კეპულაძე.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა.
ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას" ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს.
სანქცირებულები არიან:
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე