სანქციები არის კომერციული ბანკების მიერ აღსასრულებელი, ჩვენ ვერ ვიქნებით ჩართული - გიორგი კაკაურიძე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულება კომერციული ბანკების აღსასრულებელია და ფინანსთა სამინისტრო ვერანაირად ვერ იქნება ჩართული.
ფინანსთა სამინისტროს არ ეხება, ეს არის კომერციული ბანკების მიერ აღსასრულებელი სანქცია. ჩვენ ვერანაირად ვერ ვიქნებით ჩართული ამ ნაწილში. მე დღეს მოვისმინე საბანკო ასოციაციის განმარტება, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ყველა კომერციული ბანკი უზრუნველყოფს შესაბამისი სანქციების აღსრულებას, შესაბამისად, ჩვენ, ფინანსთა სამინისტრო დამატებით აღსრულების ნაწილში ვერ ჩავერთვებით. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ბერკეტი კომერციულ ბანკებთან მიმართებით და არ არის ჩვენი პროფილი ეს საქმიანობა", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
შშ-ის ხაზინის მიერ შსს-ის მაღალჩინოსნებისა და ძალადობრივი ჯფუფის ლიდერებისთვის ფინანსური სანქციების დაწესების შემდეგ, საბანკო ასოციაციაში თქვეს, რომ ბანკები საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს დაიცავენ.
ამის პარალელურად, არსებობს ნათია თურნავას მიერ გასულ წელს მიღებული საგამონაკლისო წესი, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს იმ შემთხვევაში შეეხება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას" ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს.
შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულები არიან:
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე
"პირველებმა" ეროვნულ ბანკის მიმართა, რას იზამენ ამ შემთხვევაში, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ არსებობს.