თუ მამაც პოლიტიკოსს ეძებთ, მას საქართველოში იპოვით, ის ნამდვილი გმირია - როთი ზურაბიშვილზე
თუ მამაც პოლიტიკოსს ეძებთ, მას საქართველოში იპოვით, - გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პლატფორმა X-ზე საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი ნამდვილი გმირია.
„თუ მამაც პოლიტიკოსს ეძებთ, მას საქართველოში იპოვით! ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობა სიღრმისეული საუბრისთვის. სალომე ზურაბიშვილი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გარანტია. ის ნამდვილი გმირია!“, - წერს მიხაილ როთი.
მსგავსი სიახლეები
31.10.26 21:35
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.