“მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ (სანქციები) არ გაღრმავდეს“ - პაპაშვილი
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-ს სანქციები ძალიან საყურადღებოა და ბიზნესმენებმა, თუ პოლიტიკოსებმა ბევრი რამ უნდა გააკეთონ, რომ სიტუაცია დაასტაბილურონ.
ამასთან , პაპაშვილი პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს და ამბობს, რომ მათ “ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ არ გაღრმავდეს ეს სანქციები“.
ძალიან საყურადღებოა და უნდა იმუშაოს ყველა მხარემ, ინდივიდუალურად ჩვენ ბიზნესმენებმა თუ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პოლიტიკოსებმა, ბევრი უნდა გააკეთონ ამის საწინააღმდეგოდ, რომ როგორმე ეს სიტუაცია დაასტაბილურონ.
ამ სიტუაციის გათვალისწინებით, პირველ რიგში მთავრობამ, მათი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ როგორმე ბეწვის ხიდზე გაგვატარონ და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ არ გაღრმავდეს ეს სანქციები. ჩვენ ვერ ვხედავთ პრაქტიკულად, რომ ქვეყანა რუსეთისკენ მიდის. მე უფრო პოლიტიკური რყევების გამო მგონია, კონკრეტულად ერთი კანონი გარდამტეხი ვერ იქნება", - აღნიშნა პაპაშვილმა.
16 სექტემბერს, შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათი ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი - ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, სანქცირებულები არიან პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.