"ქალბატონ სალომესთან მობრძანდით"- ხაზარაძე -გახარიას შეხვედრა დასრულდა
კოალიცია "ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა. გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ძველ თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში ერთმანეთს ერთ საათზე მეტ ხანს ხვდებოდნენ.
შეხვედრიდან გამოსულმა ლიდერებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.
"ქალბატონ სალომესთან (ზურაბიშვილთან) მობრძანდით" - თქვა "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ.
უცნობია, შედგა თუ არა ლიდერებს შორის შეთანხმება. სალომე ზურაბიშვილი ორივე მათგანს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 18:00 საათზე ელოდება.
ცნონილია ზურაბიშვილის პოზიცია, ის ოპოზიცისი ლიდერებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.