"ერთადერთი, რაც ივანიშვილმა ქვეყანაში საათივით ააწყო - კორუფციაა" - ოპოზიცია TI-ის კვლევაზე
"ოცნებასთან" დაახლოებული მსხვილი მეღვინეები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხეირობენ - TI-ის საგანგაშო კვლევის შემდეგ ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს. ხელისუფლების ოოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ ერთადერთი, რაც ივანიშვილმა ქვეყანაში "საათივით ააწყო", სწორედ კორუფციაა.
ერთადერთი, რაც ბიძინა ივანიშვილმა ააწყო და საათივით მუშაობს ამ ქვეყანაში, ეს არის კორუფციის სისტემა. გვაქვს მაგალითები, როდესაც „ქართული ოცნების“ მილიონერმა დეპუტატებმა აგროსესხებით ისარგებლეს სახელმწიფოსგანდ ა ეს აგროსესხები მათზე არ გააფორმეს. ამის დასამალად გამოიყენეს მათი შვილები და ვითომ შვილებს ააღებინეს აგროსესხები მაშინ, როდესაც ამ ადამიანებს აქვთ საკმაოდ დიდი ბიზნესი და ეს ბიზნესები ააწყვეს სახელმწიფოს ხარჯზე. ეს ბიზნესები არის, მაგალითად, გოჩა ენუქიძე, ამბროლაურის ე.წ. დელეგატი, ასევე ჩიგოგიძე, რომელიც არის ე.წ. დელეგატი გურიის, - ამბობს კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე.
"ერთიანობის" ლიდერი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ "ოცნებას" რუსეთი სწორედ საკუთარი კეთილდღეობისთვის უნდა, ხალხი და გლეხების პრობლემები კი არ აინტერესებს.
როდესაც ისმის კითხვა, რატომ უნდათ რუსეთი და არა ევროპა, პასუხი მარტივია: ბიძინა ივანიშვილი და მისი კლანი რუსეთში მაფიოზურად ბევრად იოლად შოულობს ფულს, ვიდრე იშოვის ამას ევროპასა და ამერიკაში. მათ არ აინტერესებთ ხალხის და გლეხი კაცის პრობლემების მოგვარება. მათ აინტერესებთ თავიანთ მილიონებს, მათ შორის, სახელმწიო სუბსიდირების ხარჯზე როგორ შემტანო მილიონები, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
იდენტიფცირებულია რეჟიმის სპონსორი ბიზნემენების ვინაობა. საქართველოში ღვინის ბაზრის მთავარი მოთამაშეები მმართველ პარტიასთან და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები არიან. საუბარია, მაგალითად, ალექსანდრე ივანიშვილზე, ვახტანგ კარიჭაშვილსა და ზაალ დუგლაძეზე. მათი კომპანიები ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონებს იღებენ, სანაცვლოდ კი მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები არიან.
სკანდალურ კვლევას ხელისუფლების სპონსორებზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს. დგინდება, რომ მხოლოდ რამდენიმე წელში აგროპროექტებიდან ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა 169 მლნ ლარის დაფინანსება მიიღეს. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული თანხიდან 74 მლნ ლარი სწორედ იმ კომპანიებს ერგოთ, რომლებიც მმართველ პარტიასთან არიან დაახლოებულები.