შედგება თუ არა დიდი ალიანსი - გახარია და ხაზარაძე პრეზიდენტის სასახლეში არიან
შედგება თუ არა დიდი ალიანსი - გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრაზე იმყოფებიან. ისინი შენობაში კომენტარის გარეშე შევიდნენ.
სასახლეში მისვლამდე, კოალიცია "ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" ლიდერები ძველ თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში ერთმანეთს ერთ საათზე მეტ ხანს ხვდებოდნენ.
შეხვედრიდან გამოსულმა ლიდერებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.
უცნობია, შედგა თუ არა ლიდერებს შორის შეთანხმება, თუმცა, ცნობილია ზურაბიშვილის პოზიცია, ის ოპოზიციის ლიდერებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
მსგავსი სიახლეები
31.10.26 21:35
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.