აშშ-მ "ოცნებას" მშვიდობიან მოქალაქეების დარბევა არ აპატია - ვინ რის გამო დასანქცირდა?

17.09.24 20:13
აშშ-მ "ოცნებას" მშვიდობიან მოქალაქეების დარბევა არ აპატია - ვინ რის გამო დასანქცირდა?

 

 

ოლიგარქის ხელისუფლებას მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევა შტატებმა არ აპატია.   ამერიკის ხაზინა ასაბუთებს, რატომ დასანქცირეს "ოცნების" მაღალჩინოსნები. შეისწავლეს ყველა დანაშაული, რომელიც სპეცრაზმის შეფებმა ჩაიდინეს, შეაგროვეს მტკიცებულებები   და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ივანიშვილის ხელისფლების  წარმომადგენლების სახელები და გვარები მაგნიტსკის სიაში რუსი და ბელარუსელი დამნაშავეების გვერდით ჩაიწერა.  

შტატებმა დასაჯა "ოცნების" რადიკალური დანაყოფიც. მაგნიტსკის სიაში არიან "ალტ-ინფოს" ლიდერები - კოკა მორგოშია და ზურაბ მახარაძეც. ძალადობის ორაგნიზატორები, ვინც საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს და ოპერატორებს სისხლიანი 5 ივლისი მოუწყვეს.  ხაზინის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში წერია, რომ ისინი დაჯგუფების სხვა წევრებს მოუწოდებდნენ  თავდასხმას ორგანიზაციის ოფისზე, რაც "სირცხვილიას" ოფისის აწიოკებას გულისხმობს, სადაც  ჩვენი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა სასიკვდილოდ სცემეს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები