დასანქცირებული "ოცნება" და დიდი ნერვიულობა ოლიგარქის კარზე - პრემიერი შეთქმულებებში დაიკარგა
ამერიკის მიერ დასანქცირებული მთავრობის პირველი პირი ამერიკაში მიემგზავრება. საქართველოს პრემიერ -მინისტრი ნიუ-იორკში გენერალური ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. სანქციების შემდეგ კი პირველად პრემიერი დღეს ჟურნალისტებთან მოჩვენებითი სიმშვიდით გამოჩნდა. არადა, "ოცნებისთვის" მძიმე საათების ათვლა დაწყებულია. ახლა ყველა ელოდება, ვის მიუვა შეტყობინება სახელმწიფო დეპარტამენტიდან. კამერებთან იმეორებენ დაზეპირებულ ფრაზებს, თუმცა ფაქტია, რომ მმართველ გუნდში განგაშის სიგნალია ჩართული. პანიკა იგრძნობა ბიზნესშიც.
უარგუმენტოდ დარჩენილი პრემიერი კი ისევ შეთქმულების თეორიებში დაიკარგა - "გლობალური ომის პარტიის" შემდეგ "ოლიგარქიული ძალები", რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მართავენ - სწორედ ასე ხსნის კობახიძე იმ ფაქტს, რომ დღეს ქვეყანას, პრაქტიკულად, სანქცირებული ხელისუფლება ჰყავს. "ოცნება" არჩევნებში გამარჯვებას და ძალაუფლების მეოთხე ვადით შენარჩუნებასაც საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი გუნდით გეგმავს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.