აღასრულებენ თუ არა საერთაშორისო სანქციებს? - მთავრობა ჩიხშია

17.09.24 20:24
აღასრულებენ თუ არა საერთაშორისო სანქციებს? - მთავრობა ჩიხშია

 

 

"ქართული ოცნების" დასანქცირებულმა მაღალჩინოსნებმა დღეს ახალ რეალობაში გაიღვიძეს. უახლოეს  საათებში მათი ანგარიშები უნდა დაყადაღდეს და ყველა სახის ფინანსური ტრანზაქცია უნდა შეეზღუდოთ. ბანკები იძულებული არიან, აღასრულონ შტატების მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, ეს კი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას ჩამოანგრევს. ბანკების ასოციციამ უკვე დაანონსა, რომ დაემორჩილებიან სართაშორისო მოთხოვნებს. 

ამერიკულმა სანქციებმა გომელაური მძიმე ვითარებში ჩააყენა. მოუწევს თუ არა მინისტრს სპეცრაზმელების ყველაზე სასტიკი შეფის სახლში გაშვება? ხარებას და მის მოადგილეს ხელფასს ვეღარ ჩაურიცხავენ. თუ ხარება თანამდებობაზე დარჩა, ეს ნიშნავს, რომ მას სალაროდან შავ ფულს უხდიან.

ამ დრომდე დუმს ეროვნული ბანკი. იმ შემთხვევაში, თუ თურნავას უწყებას ფარცხალაძის სცენარით წავიდა, ეს საბანკო სისტემის ჩამოშლის ტოლფასი იქნება.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები