ივანიშვილის ბოდიშს საპარლამენტო უმრავლესობაც უერთდება - ბოდიშების სერია პარლამენტში
ივანიშვილის დაანონსებული ბოდიშით წაქეზებული საოკუპაციო რეჟიმი - ედუარდ კოკოითი საქართველოს ულტიმატუმს უყენებს და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვს. ეს არის შედეგი ოლიგარქის ბოდიშის კამპანიის, რომელიც დღეს მისმა პარტიამ წარმატებით გააგრძელა.
ბოდიშების სერიით გახსნა პარლამენტის სხდომა მიხეილ ყაველაშვილმა. დეპუტატი "ოცნების" რადიკალური ფრთიდან საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ბოდიშის მოხდა ოკუპანტებისთვის დიდი ვაჟაკაცობაა. კიდევ უფრო მძიმე მოსასმენი კი კობახიძის განცხადება აღმოჩნდა. პრემიერმა ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა და ოლიგარქის ბოდიში სრულად გაიზიარა.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.