ირაკლი კობახიძე ამერიკაში მიემგზავრება

17.09.24 19:23
ირაკლი კობახიძე ამერიკაში მიემგზავრება

ირაკლი კობახიძე ამერიკაში მიემგზავრება. საქართველოს პრემიერი მინისტრის ვიზიტი 21 -27 სექტმბერსაა დაგეგმილი. პრემიერი ნიუ-იორკში გენერალური ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. 

"პირველბმა" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, გაეროში ვიზიტის ფარგლებში იგეგმება თუ არა ორმხრივი შეხვედრები ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებთან. პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია გაახლდება.

შეგახსენებთ, რომ გაეროში ოფიციალური ვიზიტის დროს 2023 წლის სექტემბერში ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის უშიშროების საბჭოს მაღლაჩინოსსანს სალივანს შევხდა. მაშინ ითქვა, რომ სწორედ სალივანმა გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. ამისთვის 2024 იანვარში ღარიბაშვილმა სალივანს მადლობა გადაუხადა.

დღეს კობახიძემ მედიასთან შეხვედრაზე დაანონსა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია დაწესებული სანქციების თემაზე ექნება.

მსგავსი სიახლეები