გახარიასთან შევთანხმდით, გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, რათა " ოცნება" ,ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გავუშვათ ხელისუფლებიდან
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა და კიდევ არის ტექნიკური ტიპის საკითხებია დარჩენილი.
ხაზარაძის თქმით, ბევრ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შეთანხმდნენ იმის შესახებ, რომ “გააკეთებენ ყველაფერს “ოცნების“ ხელისუფლებიდან გასაშვებად.“
შევხვდით პირისპირ, ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ წარსულზე, მაგრამ ვისაუბრეთ მომავალზე, ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ჩვენს ქვეყანას ემუქრება ძლიან სერიოზული პრობლემა და საშიშროება - რუსული თუ ევროპული არჩევანი. ამ თემაზე ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, სრული მობილიზაცია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილი, სრული შემადგენლობით, გავუშვათ ხელისუფლებიდან და ძალიან სწრაფად ქვეყანა დავაყენოთ ევროპული განვითარების გზაზე,- განაცხადა ხაზარაძემ.