კასპის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელმა თანამდებობა დატოვა
ადგილობრივ თვითმმართველობებს საჯარო მოხელეები ერთი მეორის მიყოლებით ტოვებენ. ამჯერად თანამდებობა კასპის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელმა დატოვა. გიორგი თაბუაშვილმა სამსახურთან ერთად უარი „ქართული ოცნების“ წევრობაზეც თქვა და გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა.
ირკვევა, რომ თაბუაშვილის მსგავსად მმართველი პარტიის რიგებს სხვა პირებიც ყოველდღიურად ტოვებენ.
იმის შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია იმ კურსს, რომელიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილთან ერთად ჩვენ ყველამ დავისახეთ და მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეტოვებინა პარტია. ჩვენს შტაბში იყვნენ ახალგაზრდები, როლებსაც გიროგი გახარიას სტუმრობის მერე ვეღარ ვპოულობთ საერთოდ. ტელეფონს არ პასუხობენ და მოგვდის ესემესები, რომ რაღაცას უთვლიან, - ამბობს თაბუაშვილი.