ჩვენი პოზიცია დაფიქსირებულია, ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე - გიორგი გახარია

17.09.24 19:50
ჩვენი პოზიცია დაფიქსირებულია, ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე - გიორგი გახარია

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის, გახარიასა და ხაზარაძის შეხვედრა დასრულდა -  როგორც “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, არ სურს ბევრ დეტალზე საუბარი, თუმცა მისი პოზიცია ნათელია.

გახარია ამბობს, რომ “მისი გუნდი სახელმწიფოს ინტერესებს ყოველთვის აყენებდა პირად და პარტიულ ინტერესებზე მაღლა.“

მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს იმიტომ, რომ მე აქ პირველ რიგში, ვარ მისი შემოთავაზების გამო. ეს იყო მისი ინიციატივა, რომელზეც ჩვენ უარის თქმის უფლება არ გვქონდა და რომელსაც ჩვენ დავეთანხმეთ.

რა თქმა უნდა, მადლობა მამუკა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. არ მინდა ბევრ დეტალზე ვისაუბრო, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არასფერი საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები თავის გუნდთან.

ეს არის მიზეზი, რის გამოც გადაიდო მოლაპარაკებები, ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია, ის არის მკაფიო და ნათელი, რომელიც ითვალისწინებს ქალბატონი პრეზიდენტის ძალისხმევას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ნორმალური, დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე.

მე და ჩემი გუნდი ყოველთვის, ყოველ დღე სახელმწიფოს ინტერესებს ყოველთვის ვაყენებდით პარტიულ ინტერესებზე მაღლა, რასაც ვაკეთებთ დღესაც, ამიტომ ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე“,- განაცხადა გახარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები