ივანიშვილის ახლო გარემოცვის ადვოკატი დიდ სკანდალშია - ამირან გიგუაშვილი ბიზნესმენმა ამხილა

17.09.24 20:34
ივანიშვილის ახლო გარემოცვის ადვოკატი დიდ სკანდალშია - ამირან გიგუაშვილი ბიზნესმენმა ამხილა

 

 

"ოცნების" ყოფილი მხარდამჭერი ბიზნესმენის კიდევ ერთი სკანდალური მხილება - ფულის გამოძალვის მცდელობაში დადანაშაულებულია ადვოკატი, რომელიც ივანიშვილებისა და ღარიბაშვილის ოჯახებთან დაახლოებული პირების ინტერესებს მედიის წინააღმდეგ იცავს. გიორგი ჩიკვაიძე ამტკიცებს, რომ მას პროკურატურაში საქმის დალაგებას 50 ათასი დოლარის სანაცვლოდ ამირან გიგუაშვილი სთავაზობდა. ბიზნესმნემა ადვოკატის წინააღმდეგ ჩვენება დღეს მაგისტრ მოსამართლეს მისცა. 

ახლა საინტერესოა, მივა თუ არა გამოძიება ივანიშვილის ძმამდე? პროურატურამ მოკვლევა ჩიკვაიძის მიერ "ტვ პირველის" ეთერში გაკეთებული სკანდალური განცხადების საფუძველზე დაიწყო. "ოცნების" ყოფილი მხარდამჭერი ბიზნესმენი ტერორზე საუბრობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ალექსანდრე ივანიშვილია. პროკურორს დღეს დადასტურებით არ უთქვამს, დაიბარებენ თუ არა დაკითხვაზე ოლიგარქის ძმას.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები