პირველი ნაბიჯი გადადგმულია - რა შედეგით დასრულდა ხაზარაძე-გახარიას შეხვედრა?
დიდი პოლიტიკური შეთანხმება - პრეზიდენტის შუამავლობით ხაზარაძე-გახარიას შეხვედრა დასრულდა. პირველი რაუნდის შემდეგ ვიცით, რომ შეთანხმდნენ მთავარზე - იმოქმედებენ ერთად, რომ ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებიდან გაუშვან. ახლა უნდა შეთახმდნენ, გადიან თუ არა არჩევნებზე ერთიანი სიით. გახარია თანახმაა, ხაზარაძემ ერთი დღე ითხოვა - დეტალები უნდა შეთანხმდეს გუნდთან.
მოლაპრაკებებს პრეზიდენტის სასახლეში წინ უძღოდა ხაზარაძე-გახარიას პირისპირ შეხვედრა. ძველი კითხვებს პასუხი გაეცა: "როდესაც ქვეყანა ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე დგას, ამის დრო აღარ არის" - ასეთია ორივეს პოზიცია. "წინ ვაყენებთ საქართველოს ევროპულ მომავალს და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ" - ეს იყო მთავარი სათქმელი. პრეზიდენტის პოზიცია ჯერ არ ვიცით, მაგრამ ამ განაცხადებებით ცხადი ხდება, რომ საქართველო ყველაზე დიდი ოპოზიციური კოალიციის შექმნის ზღვარზეა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.