“არ დანებდეთ! დააიგნორეთ, რას ამბობს მთავრობა" - როთის მიმართვა ქართველ ხალხს
„არ დანებდეთ! დააიგნორეთ, რას ამბობს მთავრობა. მთავრობა თქვენს სტიგმატიზებას ცდილობს, რათა თქვენი სანდოობა შეარყიოს", - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, მიხაილ როთი გამოცემა civil.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს და ქართველ ხალხს მიმართავს.
ჩემი გზავნილი ასეთია: არ დანებდეთ! დააიგნორეთ, რას ამბობს მთავრობა. მთავრობა თქვენს სტიგმატიზებას ცდილობს, რომ თქვენი სანდოობა შეარყიოს. საქართველოს შეუძლია იამაყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტების ასეთი მრავალფეროვნებით. მათ უყვართ თავიანთი ქვეყანა. მაგრამ მათ სურთ იცხოვრონ ისე, როგორი ცხოვრების პრივილეგიაც მე მაქვს - ცხოვრება დემოკრატიასა და თავისუფლებაში კანონის უზენაესობისადმი ძლიერი ერთგულებით. ესაა ზუსტად ის, რაც თქვენს ქვეყანაში მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს და ისინი ძალიან აქტიურები არიან, - განაცხადა როთმა.
როთმა მოახლოებული არჩევნების მნიშვენლობაზეც უსაბრა.
მოახლოებული არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის მთავარი და ეს არის ყველა პოლიტიკური ინსტიტუტის ვალდებულება, რადგან ეს ხალხის გადასაწყვეტია. ეს ხალხის არჩევანია და არჩევანი კრისტალურად ნათელია: ევროპული საქართველო თუ იზოლირებული საქართველო. დემოკრატია თუ ავტორიტარიზმი. აი, ესაა არჩევანი“,- დასძინა მან.