პრემიერის გუნდი ავრცელებს ინფორმაციას, რა უთხრა კობახიძემ ამერიკის ელჩს პირისპირ აუდიენციაზე- შეხვედრა დღეს შედგა

17.09.24 20:56
პრემიერის გუნდი ავრცელებს ინფორმაციას, რა უთხრა კობახიძემ ამერიკის ელჩს პირისპირ აუდიენციაზე- შეხვედრა დღეს შედგა

პირველი შეხვედრა ამერიკული სანქციების შემდეგ - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ იფიციალურ პრესრელიზში წერია, პრემიერ-მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს და მას “ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზე გათვლილი უწოდა.“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს.“

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა , რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს.

როგორც პრემიერმა განაცხადა, პირიქით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად

მსგავსი სიახლეები