“იმ დღეს გაახლდა ჩემთვის ემზარის სიკვდილი, როცა ივანიშვილმა გამოგვიცხადა, ბოდიში და დაიჩოქეთ რუსების, ოსების და აფხაზების წინაშეო“ - ემზარ წილოსანის დედა
“3-4 დღეა ძალიან ცუდად ვარ, (ივანიშვილის) გამოსვლამ ძალიან იმოქმედა ჩემზე, სირცხვილი ჩემს ხელისუფლებას, რომ მთელ ერს მიწასთან გვასწორებს. ჩვენ ომი არ გაგვიჩაღებია, ჩვენი არავის წინაშე არ ვართ ვალდებული, რომ ბოდიში მოვიხადოთ“ - ამის შესახებ აგვისტოს ომის გმირის, ემზარ წილოსანის დედამ, დარეჯან წილოსანმა “რეაქციის“ ეთერში განაცხადა.
დარეჯან წილოსანი ამბობს, რომ იმ დღეს, როცა გორში ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოვიდა, მისთვის შვილის სიკვდილი თავიდან გაახლდა და რცხვენია იმის გამო, რომ ასეთი ხელისუფლება ჰყავს საქართველოს.
ემზარიმ საკუთარი შვილები დატოვა, წავიდა, იბრძოლა, საშობლოს ემსახურებოდა გულწრფელად, უღალატოდ, შეეწირა საქართველოს, თავისუფლებას, ჩემი შვილი დავთმე და შევწირე საქართველოს და დღეს ჩვენი ხელისუფლება ხელის გვკრავს და პასუხს გვთხოვს. ჩვენ ომი არ გაგვიჩაღებია, ჩვენი არავის წინაშე არ ვართ ვალდებული, რომ ბოდიში მოვიხადოთ. 3-4 დღეა ძალიან ცუდად ვარ, მისმა გამოსვლამ ძალიან იმოქმედა ჩემზე, სირცხვილი ჩემს ხელისუფლებას, რომ მთელ ერს მიწასთან გვასწორებს. მე შევეწირები მაგ ამბავს, კბილით დავიცავ ჩემს შვილს საფლავს და მასთან ერთად დაღუპულებს.
იმ დღეს გაახლდა ჩემთვის ემზარის სიკვდილი, როცა ივანიშვილი გორში გამოვიდა და გამოგვიცხადა, ბოდიში და დაიჩოქეთ, რუსების, ოსების და აფხაზების წინაშეო. მე მრცხვენია, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს. მე ამაყი დედა ვარ, აღვზარდე ჩემი შვილი სამშობლოს, ხალხის სიყვარულში და ადამიანურად. ჩემი შვილი წამლით და მიამუნობაში არ მომკვდარა, ჩემი შვილი შეეწირა სამშობლოს და აფასებდეს უნდა ყველა“,- განაცხადა დარეჯან წილოსანმა.