სირცხვილია, ასეთი მატყუარა ხელისუფლება რომ გვყავს. რა მშვიდობა, რუსეთში, სასაკლაოზე მივყავართ - აგვისტოს ომის გმირის, ემზარ წილოსანის დედა
აგვისტოს ომის გმირის, ემზარ წილოსანის დედა აცხადებს, რომ “საქართველოს ჰყავს მატყუარა ხელისუფლება, რომელსაც ქვეყანა რუსეთში, სასაკლაოზე მიჰყავს.“
დარეჯან წილოსანი ქვეყანაში არსებულ გაუსაძლის პირობებს ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს აბრალებს და ამბობს, რომ “სწორედ მათ დააბეჩავეს ხალხი და ქვეყნიდან გააქციეს.“
რამდენი ხალხი და რანაირად დახოცა რუსეთმა, როგორ უნდა შევურიგდეთ ამას. არ გვინდა ცუდი მეზობელი, ჩვენ გვინდა მშვიდობიანი მეზობელი. ჩემი შვილი არ მოქცეულა ლაჩრულად, ლაჩრულად იქცევა ეს ხელისუფლება, გააქცია ქვეყანა, დააბეჩავა ხალხი და საშინელება ხდება ყოველდღე, რას უძახის ამას ჩვენი ხელისუფლება მშვიდობას.
არაფერი არ მჯერა მაგათი, სულ ტყუილებს ლაპარაკობენ. ხან ამერიკას აბრალებენ, ხან იმას, ხან ამას, ივანიშვილის ბრალია, ის არც პოლიტიკოსია და არც არაფერი, ნაგავი ადამიანია. პოლიტკოსი სხვაა, მან უნდა მართოს ქვეყანა, ვისაც ადამიანების სიბრალული აქვს, მას არავისი სიბრალული არ აქვს, ეგ არაქრისტიანი ადამიანია . სირცხვილია, ასეთი მატყუარა ხელისუფლება რომ გვყავს. რა მშვიდობა, რუსეთში, სასაკლაოზე მივყავართ. ეგ ფიქრობს საკუთარი ცხოვრების გადსარჩენად, მაგას დავალებული ჰქონდა, შემოგზავნილია, ეშმაკია“, - განაცხადა დარეჯან წილოსანმა.