სანქციები ქართველების მიმართ ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა - ჰელსინკის კომისია
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციები ქართველების მიმართ ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა.
კომისია აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გუშინ გამოცხადებული სანქციები ქართველების მიმართ ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა.
საქართველოს მოსახლეობას უნდა შეეძლოს მშვიდობიანი შეკრების უფლების გამოყენება ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შიშის გარეშე.
ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც იცავს საკუთარ კანონებს და პატივს სცემს მათ თავისუფლებებს. ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას“, - ნათქვამია განცხადებაში.
16 სექტემბერს, შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათი ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი - ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, სანქცირებულები არიან პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.