“ეს ბოდიში არის კრემლიდან წამოსული, რომ ჩვენ მუხლებზე დავდგეთ და მკვლელებს ბოდიში მოვუხადოთ“- ქაცარავა

17.09.24 23:41
“ეს ბოდიში არის კრემლიდან წამოსული, რომ ჩვენ მუხლებზე დავდგეთ და მკვლელებს ბოდიში მოვუხადოთ“- ქაცარავა

“ეს ბოდიში არანაირი წამოცდენა არ არის, ეს არის რუსული წიაღიდან, კრემლიდან წამოსული და ეს არის პირდაპირი გზავნილი, მესიჯი იმის, რომ ჩვენ მუხლებზე დავდგეთ და მკვლელებს ბოდიში მოვუხადოთ“- ამის შესახებ პარტია “ჩვენ“ გენერალურმა მდივანმა, დავით ქაცარავამა “რეაქციაში“ განაცხადა.

ქაცარავა მიიჩნევს, რომ “ეს არის პირდაპირი გზავნილი კაპიტულაციისკენ.“

ყველა შევთანხმდით, რომ ეს ბოდიში არანაირი წამოცდენა არ არის, ეს არის რუსული წიაღიდან, კრემლიდან წამოსული და ეს არის პირდაპირი გზავნილი, მესიჯი იმის, რომ ჩვენ მუხლებზე დავდგეთ და მკვლელებს ბოდიში მოვუხადოთ. იმ მკვლელებს, ვინც ბუჩამდე, აფხაზეთის გენოციდი ჩაატარა, ჩვენი დების და ძმების თავებით ითამაშა ფეხბურთი, ვინც ძელზე გასვა ბავშვები, ჩამოხრჩო უამრავი ჩვენი და და ძმა, ამათ მკვლელებს უნდა მოვუხადოთ ბოდიში?ეს არის პირდაპირ გზავნილი კაპიტულაციისკენ.

ეს ბოდიში, რომელიც გაჟღერდა, არის რამდენიმე ადამიანის, რომელიც დაჰკანკალებს თავის  პირად კეთილდეღობას და ყვეალფერს აკეთებს ძალაუფლების შეანრჩუნებისთვის. ჩვენ ბოდიშს არ ვიხდით, რადგან საბოდიშო არაფერი გვაქვს. მოვა დრო და თქვენ მოგიწევთ მობოდიშება და პატიების თხოვნა. ეს არის მესიჯი იმისთვის, რომ “გაპრავდეს“ რუსეთის ჯარების ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მოეხსნას ოკუპანტის სტატუსი. ამ ბოდიშით “ოცნება“ ხელს აწერს კაპიტულაციას. ჩვენ ბოდიშის მოხდა არ ვაპირებთ და თქვენ თუ იხდით, მაგრად გეშლებათ“, - განაცხადა ქაცარავამ.

 

მსგავსი სიახლეები