როთი: საქართველოს არჩევანი აქვს დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს, ევროკავშირსა და იზოლაციას შორის
"მომავალი არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. საქართველოს აქვს არჩევანი დემოკრატიას ან ავტორიტარიზმს, ევროკავშირსა და იზოლაციას შორის"- ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი X-ზე წერს.
მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებს უნდა მიეცეთ შეუფერხებელი წვდომა.
როთის განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მონიტორინგს უწევენ არჩევნებს, უფლება აქვთ აკეთონ თავიანთი საქმე მთელი საქართველოს მასშტაბით.
მმართველი პარტიას და მისი მედიის წარმომადგენლებს, რომელიც ცდილობს მათი კრიტიკოსების დისკრედიტაციას ცილისწამების კამპანიებით, არ აქვთ თავდაჯერებულობა. "ქართული ოცნება" იგივე "ქართული კოშმარი" არ ეყრდნობა არგუმენტების ძალას, არამედ სიცრუეს. ვინც ასე იქცევა, წააგებს. ადრე თუ გვიან.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.