შედგება თუ არა გახარია-ხაზარაძის ერთობა - რას ამბობენ "ძლიერ საქართველოში"

18.09.24 11:43
შედგება თუ არა გახარია-ხაზარაძის ერთობა - რას ამბობენ "ძლიერ საქართველოში"

გაფორმდება თუ არა საბოლოო ალიანსი გახარიას და ხაზარაძის გუნდებს შორის ცნობილი დღეს გახდება. ამ დროისათვის საკითხზე კოსულტაციები "ძლიერ საქართველოში" მიმდინარეობს. კოალიციაში მიაჩნიათ, რომ არსებობს გარკვეული კითხვები, რომლებზეც მნიშვნელოვანია, რომ გახარიას გუნდის მხრიდან პასუხები იქნეს გაცემული, მათ შორის,  20 ივნისის და ანაკლიის პორტის საკითხებზე. მთავარი, რაზეც პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან არის ის, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად ძალების მობილიზებაა საჭირო.

კონსულტაციები და კომუნიკაცია გრძელდება საქართველოს პრეზიდენტის სასახლის მიღმა, ინდივიდუალურ რეჟიმში. დღის გრაფიკი, ამ ეტაპზე, არ არის, თუმცა დღის ბოლომდე უნდა გაირკვეს, არსებობს თუ არა შანსი იმ ტიპის თანამშრომლობის, რომ საერთო ხაზით გავიდეთ საარჩევნო სუბიექტად. ყველაფერს ვაჩვენებთ, დღის ბოლომდე შესაძლებელი იქნება, პასუხები გვქონდეს. შეიძლება ითქვას, რომ ძირითად საკითხებზე არსებობს თანხვედრა, მათ შორის სადავო საკითხებზეც, რაც წარსულში არსებობდა. არის სულ რაღაც რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი დარჩენილი, რომელიც არ არის მხოლოდ ტექნიკური, არამედ მნიშვნელოვანი და ღირებული და პოლიტიკური შინაარსი გააჩნია, - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ირაკლი კუპრაძე. 

საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დამატებითი დროის მნიშვნელობაზე საუბრობს კოალიციის ლიდერი ანა ნაცვლიშვილი. მისი თქმით, პროცესი მარტივი არ არის და მნიშვნელოვანია, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონილი იყოს. 

საჭიროა დამატებითი დრო, ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, არც პროცესია მარტივი. ჩვენ ახლა ვართ საკმაოდ რთული პროცესის შუაში. როდესაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული, საზოგადოება ამას შეიტყობს. ამავდროულად, არაფერია იმაზე რთული, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ თუ რუსი ოლიგარქი შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას, ჩვენ ყველა დავკარგავთ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს პერსპექტივა, გახდეს ესვროკავშირის ნაწილი, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

"ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერს ალეკო ელისაშვილს მიაჩნია, რომ ახლა გაერთიანების და ერთმანეთის გაძლიერების დროა. ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ კიდევ უფრო გამსხვილების შემთხვევაში "ძლიერი საქართველო" ნომერ პირველი ოპოზიციუირ კოალიცია იქნება. 

ასეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა განსაცდელშია, მე ვფიქრობ, რომ ყველას, ვისაც შეგვიძლია, რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ, დავეხმაროთ ერთამენთს ამათ დამარცხებაში, ყველამ ჩვენი რაღაცეები უნდა გადავდოთ. ეს იქნება ყველაზე ძლიერი ოპოზიციური კოალიცია, ნომერ პირველი ოპოზიციური კოალიცია, თუ შევძელით და საბოლოოდ ერთმანეთს ხელი ჩამოვართით. ეს იქნება ყევლაზე დამანგრეველი და ბოლოს და ბოლოს შევცვლით ქვეყანაში იმ რეალობას, რომ იყო ორი პოლუსი და მთელი 12 წელია ამას ვისმენთ, რომ აი, თქვენ ქოცები, აი, თქვენ სისხლიანი 9 წელი, ამოვიდა ყელში და ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც არც ერთი უნდა და არც მეორე, ჰქონდეთ არჩევანი და უკვე არის „ძლიერი საქართველოს“ სახით არჩევანი. უფრო აგერთიანების, უფრო გამსხვილების შემთხვევაში, კიდევ უფრო ომახიანი იქნება, - ამბობს ელისაშვილი.

ლევან ცუცქირიძის თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ივანიშილის პარტიის დასამარცხებლად სწორი და პრინციპული სატრტეგია იქნეს შემუშავებული. 

ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილის პარტია, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს პრინციპები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის მოსაზრებები, რომლებიც არის კოალიციის შიგნით. ყველა პოლიტიკოსს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი აზრი, ამიტომ აქ მოწონება-არმოწონებაზე არ არის საუბარი. ჩვენი საუბრის მთავარი თემა არის არა პირადი საკითხები, არამედ ის, თუ რა არის სწორი, პრინციპული და სტრატეგიული გზა ბიძინა ივანიშვილის პარტიის დამარცხებისთვის, - ამბობს ლევან ცუცქირიძე.  

რაც შეეხება გიორგი გახარიას გუნდს, მათი თქმით, გაერთიანების მომხრეები არიან და ახლა "ძლიერი საქართველოს" გადაწყვეტილებას ელოდებიან. 

მსგავსი სიახლეები