ბიზნესის დახმარების მცდელობა თუ წინასაარჩევნო მოსყიდვა - კობახიძემ ბიზნესს შეღავათები დაუწესა

18.09.24 12:21
ბიზნესის დახმარების მცდელობა თუ წინასაარჩევნო მოსყიდვა - კობახიძემ ბიზნესს შეღავათები დაუწესა

ბიზნესის დახმარების მცდელობა თუ წინასაარჩვნო მოსყიდვა - ერთი მეორეს მიყოლებით ირკალი კობახიძემ ბიზნესს შეღავათები დაუწესა. მთავრობის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე იძებნება პრემიერის მიერ გუშინ გამოცემული არაერთი განკარგულება, სადაც კობახიძემ კომპანიებს ნაკისრი ვალდებულებები გადაუვადა - ნაწილი  გადასახადისგან გაათავისუფლა,  ზოგიერთს კი  სახელმწიფო ქონება იჯარით მინიმალურ ფასად გადასცა.

ოპიზიცია პირდაპირ ამბობს, რომ რეჟიმმა ბიზნესმენების გულის მოსაგებად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით უპრეცედენტო სპეცოპერაცია დაიწყო.

შეღავათები არის სახელმწიფო ქონების გადაცემა, როგორც მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობის სახით. ასევე, პირობიანი აუქციონის წესებზე, მაგალითად, პირგასამტეხლოების ჩამოწერა, საინვესტიციო ვადების გახანგრძლოვება, შეღავათები ბიზნეს სჭირდება დროულად. ბიზნეს სჭირდება სახელმწიფოსგან ამ შეღავათების გაკეთება, რომ განვითარდეს და ის პირობები შეასრულოს, რა პირობებიც ჩაუდო სახელმწიფომ. კობახიძე, რა თქმა უნდა, ამით ცდილობს, ბოროტად გამოიყენოს მისი ძალაუფლება და მოისყიდოს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც არის ეს, - ამბობს "ცლილებებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე.

წინასაარჩევნო მოსყიდვაზე საუბრობს კოალიცია "ერთიანობის" ლიდერიც, ირაკლი ნადირაძე. 

მსგავსი ტიპის განკარგულებები ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ წინასაარჩევნოდ, ლოიალურად განაწყონ ბიზნესმენები, მათთან დაახლოებული პირები და, შემდგომ, გამოიყენონ საარჩევნოდ. ეს არის, პირდაპირი, მოსყიდვა და, წესით, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ამაზე, შესაბამისი თანამდებობის პირები პასუხს აგებდნენ, მაგრამ ეს საქართველოში არ მოხდება 26 ოქტომბრამდე. იმიტომ, რომ ეს არის ერთი მაფიოზური სისტემა, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, რომელშიც ხალხისთვის არაფერი არ კეთდება, განკარგულებები არ არის ხალხისთვის და ემსახურება ვიწრო პარტიულ, კლანურ ინტერესებს, - ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

მსგავსი სიახლეები