პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება წინასაარჩევნოდ - საია 4 საქმეს ასაჯაროებს
“ქართულ ოცნებას“ სკოლის დირექტორების დატერორებაშია ბრალდებული - სკოლებში არსებულ მძიმე რეალობაზე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცია" საუბრობს.
რამდენიმე წუთის წინ, საიამ სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულებიდან და საჯარო სკოლებიდან თანამშრომლების განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
საუბარია საიას მიერ შესწავლილ 4 საქმეზე, 3 საქმე შეეხება საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს, რომლებიც სავარაუდოდ, პოლიტიკური დისკრიმინაციის საფუძველზე, ან რუსულ კანონთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების გამო გაათავისუფლეს.
საიაში განმარტავენ, რომ კანონმდებლობის თანახმად, სკოლის დირექტორის თანამდებობაზე არჩევა ხდება შესაბამისი კონკურსის საფუძველზე და სპეციალურ კომისიასთან გასაუბრებით, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სამეურვეო საბჭოს კომპეტენციაა. იმ შემთხვევაში, თუ სამეურვეო საბჭო ვერ ახერხებს დირექტორის არჩევას, განათლების სამინისტროს, კერძოდ მინისტრს აქვს უფლებამოსილება დანიშნოს კონრეტული დირექტორი.
საიას განცხადებით, შესწავლილი საქმეებიდან 2 პირი მონაწილეობდა კონკურსში, თუმცა სამეურვეო საბჭოსთვის არ გადაუგზავნიათ მათი კანდიდატები. 3 კანდიდატიდან სამეურვეო საბჭოს არცერთი აურჩევია. მინისტრმა დისკრედიტაციული უფლებამოსილების ფარგლებში გაათავისუფლა ძველი დირექტორები და მათ ადგილზე დანიშნა ახალი კანდიდატები.
იდენტიფიცირებული 4 შემთხვევიდან 3 შეეხება საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს, რომლებიც სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით, დისკრიმინაციის საფუძველზე ან „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრების გამო გაათავისუფლეს. კანონმდებლობის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე არჩევა ხდება შესაბამისი კონკურსის საფუძველზე და სპეციალურ კომისიასთან გასაუბრებით, ხოლო შემდგომ უკვე საბოლო გადაწყვეტილების მიღება არის სამეურვეო საბჭოს კომპეტენციაში. იმ შემთხვევაში, თუ სამეურვეო საბჭო დირექტორის არჩევას ვერ ახერხებს, მინისტრს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქვს უფლება, კონკრეტული დირექტორი დანიშნოს. შესწავლილი საქმეებიდან ორ შემთხვევაში, პირი მონაწილეობდა კონკურსში, თუმცა, სამეურვეო საბჭოსთვის არ მომხდარა მათი კანდიდატურების გადაგზავნა. აქ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ის პირები, რომლებიც წარადგინეს, არცერთი მათგანის შერჩევა არ მომხდარა სამეურვეო საბჭოს მიერ. მიუხედავად ამისა, დირექტორის უფლებამოსილების შემსრულებელ პირებს მინისტრმა უფლებამოსილება შეუწყვიტა და მათ ნაცვლად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, 3 პირი დანიშნა. სამივე შემთხვევაში იკვეთება ის, რომ შესაძლოა, ისინი სამსახურიდან პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების ნიშნით გაათავისუფლეს“,-განაცხადა ქურდოვანიძემ.
რაც შეხება კიდევ ერთხელ შემთხვევას, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სამსახურიდან გათავისუფლებული პირი აღნიშნავს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობამ მას მოსთხოვა სამუშაო პროგრამიდან იმ ნაწილის ამოღება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობდა.
„როგორც თავად აღნიშნავს, გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, მას პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერა ურჩია. ამავე საუბრის დროს მან ყურადღება გაამახვილა მის პოლიტიკურ მოსაზრებებზე და სააგენტოში განხორციელებული საკადრო ცვლილებების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებაზე, სოციალურ ქსელში გაზიარებულ კრიტიკულ პოსტებზე. მან განცხადება არ დაწერა, თუმცა, ამის შემდგომ რეორგანიზაცია განხორციელდა და ამ საფუძვლით მოხდა მისი გათავისუფლება“,- განაცხადა ქურდოვანიძემ.
საია-ს თავმჯდომარის განმარტებით, ოთხივე შემთხვევაში გათავისუფლებული პირები მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული მოსაზრებებით გამოირჩეოდნენ.
„წინასაარჩევნო პერიოდში სკოლის დირექტორების და სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულებიდან თანამშრომლების გათავისუფლება, სავარაუდოდ, პოლიტიკური განსხვავებით ნიშნით, დისკრიმინაციის საფუძველზე განხორციელდა. პირის დისკრიმინაცია და მისი უსაფუძვლოდ გათავისუფლება არის კანონის დარღვევა. ასევე, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს პირის იძულება, საკუთარი ინიციატივით დაწეროს განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“, - თქვა ქურდოვანიძემ.