ლევან სამუშია: რუსულმა ხელისუფლებამ მოკლა ანაკლიის პორტი და ადამიანებს დასაქმების პერსპექტივა მოუკლა
"ძლიერი საქართველოს’’ წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ, ამჯერად კოალიციის ლიდერები ზუგდიდში იმყოფებიან და მოქალაქეების პრობლემებს ისმენენ და კოალიციის გეგმებზე ესაუბრებიან.
''ძლიერი საქართველოს'' ერთ- ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ იმ მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, ზუგდიდში არსებობს.
''კორუფციის ტაძარი არის ზუგდიდის სტადიონი, რომელზეც ათეულობით მილიონობით ლარი ჯიბეში ჩაიდეს'' - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამეგრელოს მოსახლეობას, ზუგდიდის ამომრჩეველს, რომელიც ძალიან გულთბილად გვხდება, რომელიც განწყობილია ცვლილებებისათვის, რომელიც განწყობილია, რომ საქართველო იყოს ძლიერი და დიდი მადლობა მათ ამისათვის. ჩვენ ვიმყოფებით ზუგდიდში, სადაც ოცი ათასი ადამიანია არის უმუშევარი, ჩვენ ვიმყოფებით ზუგდიდში სადაც ოცდაექვსი ათასი ადამიანი არის სოციალურად დაუცველი და ჩვენ ვიმყოფებით ზუგდიდში, სადაც რუსულმა ხელისუფლებამ მოკლა ანაკლიის პორტი და სრულიად სამეგრელოს, სრულიად საქართველოს, სამეგრელოს რეგიონის მოუკლა შესაძლებლობა, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ დასაქმებულები. დღეს ზუგდიდიდან, სამეგრელოდან, სრულიად საქართველოდან არის ძალიან დიდი მიგრაცია და მიდიან ადამიანები და გადიან ქვეყნიდან. ჩვენ ‘’ძლიერი საქართველო’’, გპირდებით, რომ ის სამუშაო ადგილი, რომელიც ხელისუფლებამ მოჰპარა და ამოუღო ჯიბიდან მოსახლეობას აუცილებლად დაუბრუნდება მოსახლეობას, აუცილებლად დასაქმდება ჩვენი მოსახლეობა და აუცილებლად იქნება მაღალანაზღაურებადი ხელფასები. ჩვენ გპირდებით, რომ პენსია იქნება, 1000 ლარი, ჩვენ დანაპირებს ყოველთვის აქვს ფასი და აუცილებლად შევასრულებთ. ჩვენ, აუცილებლად შევალთ ევროკავშირში ‘’ძლიერი საქართველოს’’ იქნება ამის გარანტორი და ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ დღეს ზუგდიდში, სადაც 1 კილომეტრში შეიძლება ითქვას არის კორუფციის ტაძარი. ეს კორუფციის ტაძარი არის ზუგდიდის სტადიონი, რომელზეც ათეულობით მილიონობით ლარი ჩაიდეს ჯიბეში არავის არ არის პასუხისგებაში მიცემული, ზუგდიდს მოუკლეს შესაძლებლობა და სრულიად სამეგრელოს და ამ შემთხვევაში ზუგდიდს დიდი ტრადიციების მქონე საფეხბურთო ქალაქს, რომ სტადიონი წაართვეს, ზუგდიდელების და ჩვენი მოქალაქეების ათობით მილიონი ლარი ჯიბეში ჩაიდეს და ამაზე არ არის არავინ პასუხისმგებელი, აქ არის ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერებული, აქ არის სკოლის პრობლემები, სადაც სკოლები არ არის ბოლომდე მიყვანილი და დასრულებული, ასევე არის მძიმე სოციალური ფონი, მათი ხმები სჭირდებათ მხოლოდ და მოსახლეობა არაფერში არ სჭირდებათ. ჩვენ ‘’ძლიერი საქართველო’’და ნომერი 9 გპირდებით, რომ ეს ყველაფერი 26 ოქტომბერს შეიცვლება და დაიწყება განვითარება ძლიერი საქართველოსთვის და ‘’ ძლიერი საქართველო გპირდებათ ამას’’, - განაცხადა ლევან სამუშიამ.