საქართველო პოლიტიკურად მომწიფდა - კარასინი "ქართულ ოცნებას" აქებს

18.09.24 12:21
საქართველო პოლიტიკურად მომწიფდა - კარასინი "ქართულ ოცნებას" აქებს

ივანიშვილის დაანონსებული ბოდიშის შემდეგ მოსკოვი "ოცნებას" აქებს. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ბოლო წლებში საქართველო "პოლიტიკურად მომწიფდა". 

ამასთან, გრიგორი კარასინი ირწმუნება, რომ ქვეყანაში და მსოფლიოშიც ჯერ კიდევ არიან ძალები, რომლებსაც წინასაარჩევნოდ  დესტაბილიზაცია სურთ. 

ბიძინა ივანიშვილის და სხვა ქართველი პოლიტიკოსების განცხადების მოულოდნელ ტონს სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებში ახალი ატმოსფეროს შექმნის შესაძლებლობის შესახებ დიდი ინტერესი მოჰყვა კავკასიაში და მთლიანად მსოფლიოში. ამის მრავალი მიზეზი არსებობს. სულ უფრო იზრდება იმის გაგება, რომ 2008 წელს სააკაშვილის ავანტიურის შემდეგ მტრობამ და დაპირისპირებამ ადგილი უნდა დაუთმოს გონიერებას და სტაბილურობას.

ბოლო 16 წლის განმავლობაში საქართველო პოლიტიკურად მომწიფდა. ბევრისთვის ცხადი გახდა მარადიული დაპირისპირების ამაოება. წინასაარჩევნო ატმოსფეროში ამან, სავარაუდოდ, გამოიწვია სკანდალური ემოციების აფეთქება ფოკუს ჯგუფებში, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მშვიდი განვითარება არ აწყობთ.

საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში სიტუაციის გამწვავება მსოფლიოში აწყობდათ მათაც, ვისაც საქართველოში დესტაბილიზაცია უნდა და რეგიონში საკუთარი სტრატეგიული ინტერესი ამოძრავებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს თავად ქვეყნის მოქალაქეების გადასაწყვეტია. და გადაწყვეტილება იქნება ძალიან საპასუხისმგებლო, - აცხადებს კარასინი. 

მსგავსი სიახლეები