''პროექტის შეჩერების გამო ოჯახები, შვილებთან ერთად, საათობით ატარებენ დროს საცობებში''- ლაშა ფარულავა
"ამ პროექტის შეჩერების გამო ოჯახები, შვილებთან ერთად, საათობით ატარებენ დროს საცობებში და იმის ნაცვლად, რომ ბავშვები სწავლაზე ფიქრობდნენ, საცობებში ყოფნა და ყოველდღიურად დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა უწევთ", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ თბილისის შემოვლითი რკინიგზის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობამ 26 ოქტომბერს არჩევანი უნდა გააკეთოს ან უნდა აირჩიოს ხელისუფლება, რომელსაც ქვეყანა ევროპისკენ მიჰყავს ან კვლავ უპერსპექტივობა.
თბილისის შემოვლითი გზის პროექტის შეჩერება არის კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ბოროტმოქმედება, რის შედეგადაც თბილისი იქცა საცობებით სავსე ქალაქად. ოჯახები, შვილებთან ერთად, საათობით ატარებენ დროს საცობებში და იმის ნაცვლად, რომ ბავშვები სწავლაზე ფიქრობდნენ, საცობებში ყოფნა და ყოველდღიურად დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა უწევთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ. არჩევანი მარტივია: ვირჩევთ ერთიანობას, მიხეილ სააკაშვილის გზას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ მიჰყავს, ან ვირჩევთ ივანიშვილის კორუფციულ ჭაობს, რომელსაც იზოლაციისკენ და უპესპექტივობისკენ მივყავართ. ეს გულგრილობა, კორუფცია და დანაშაულებრივი უმოქმედობა ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს და თბილისი აუცილებლად იქნება ევროპული ქალაქი, ქალაქი საცობების გარეშე, სადაც ეკოლოგია იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე.