პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესებს ვაყენებთ - გახარიას გუნდი
გაფორმდება თუ არა ქვეყნაში გადამწყვეტი რჩევნების წინ ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება? - გახარიას გუნდში ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტი სახელმწიო ინტერესებია. ბერდია სიჭინავას თქმით, "გახარია - საქართველოსთვის" ყოველთვის იქნება იქ, სადაც ხალხის და ქვეყნის ინტერესებია".
ამასთან, ოპოზიციის წევრი აღნიშნავს, რომ მათთვის დაუშვებელია "ოცნებასთან" ან "ნაცინონალურ მოძრაობასთან" კოალიცია.
ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყოველთვის სახელმწიფო ინტერესებს, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ოპოზიციაშიც, აყენებს მაღლა, ვიდრე პარტიულ ინტერესს ან რომელიმე პერსონალურ ინტერესს და აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური მოცემულობა, რა თქმა უნდა, არ შეიცვლება. სახელმწიფო ინტერესები იქნება უპირატესი და რაც სახელმწიფო ინტერესების გატარების და ჩვენი ხალხის ინტერესების გატარების მოითხოვს, იქ ვიქნებით ჩვენც, ჩენი პოლიტიკური გუნდიც და ჩვენი პოლიტიკური ლიდერიც. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, მე ვფიქრობ, რომ არის ის, რომ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ორი პარტიის ქიშპი და ეს 20 წლიანი ციკლი წარსულში უნდა დავტოვოთ და „ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა გავუშვათ ისე, რომ არ მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება. ჩვენთვის წითელი ხაზია როგორც „ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“ სამომავლო კოალიციური თანამშრომლობის კუთხითაც.
„გახარია -საქართველოსთვის“ დათმობთ?, „ლელო- საქართველოსთვის“ დათმობთ? 25 ნომერი იქნება თუ 9 ნომერი? პოლიტიკურ პროცესს ასეთი ასეთი ტიპის განმარტებები აზიანებს მაშინ, როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილებებია მისაღები. ამიტომ არ არის სწორი ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა, - ამბობს ბერდია სიჭინავა.
გაფორმდება თუ არა საბოლოო ალიანსი გახარიას და ხაზარაძის გუნდებს შორის ცნობილი დღეს გახდება. ამ დროისათვის საკითხზე კოსულტაციები "ძლიერ საქართველოში" მიმდინარეობს. კოალიციაში მიაჩნიათ, რომ არსებობს გარკვეული კითხვები, რომლებზეც მნიშვნელოვანია, რომ გახარიას გუნდის მხრიდან პასუხები იქნეს გაცემული, მათ შორის, 20 ივნისის და ანაკლიის პორტის საკითხებზე. მთავარი, რაზეც პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან არის ის, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად ძალების მობილიზებაა საჭირო.